18:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 10:27:20, 612 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი აშშ-ში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში“ საჯარო გამოსვლის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა BBC-ის ჟურნალისტის და „ამერიკის ხმის“ ქართველი კორესპონდენტის, ნანა საჯაიას შეკითხვებს უპასუხა. თავდაცვის მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტით დაინტერესდა „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციაც. ჟურნალისტებს კითხვები, ძირითადად, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, საქართველო-რუსეთს შორის არსებული დიალოგისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ჰქონდათ.

სამუშაო დღის დასასრულს თინათინ ხიდაშელი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებს შეხვდა. მინისტრთან ინტერვიუს გამოცემის მთავარი კორესპონდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერიკ შმიდტი ორ კოლეგასთან ერთად უძღვებოდა. საუბრის მთავარი თემები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების მომავალი იყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics