02:35 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 13:53:17, 1233 ნახვა

კომენტარი
რესპუბლიკურში მოთავსებული 44 ინფიცირებულიდან 5 დღეს დატოვებს კლინიკას

კლინიკაში სულ 61 პაციენტია, აქედან 44 არის კოვიდ დადასტურებული. რაც შეეხება ამ პაიენტებიდან 5 დატოვებს კლინიკას - ამის შესახებ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ გაანცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართვით სუნთქვაზე მხოლოდ ერთი პაციენტი ჰყავთ.

„კლინიკაში სულ 61 პაციენტია, აქედან 44 არის კოვიდ დადასტურებული. რაც შეეხება ამ პაიენტებიდან 5 დატოვებს კლინიკას, რადგან ტესტირების პასუხი ორჯერ მოვიდა უარყოფითი და გამოჯანმრთელებულად ითვლებიან და მათ გადავიყვანთ იზოლაციაში.

დანარჩენი პასციენტებიდან 1 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძმეა, ეს არის ერთადერთი პაციენტი რომელიც მართვით სუნთქვაზე გვყავს რეანიმაციაში და უტარდება დანიშნულების მიხედვით მკურნალობა. ეს პაციენტი ჩვენთან მარნეულიდან გადმოიყვანეს, იგი ასკოვანია, აქვს მწვავე ორმხრივი პნევმონია.

რეანიმაციაში სულ სამი პაციენტი გვყავს, ერთი მართვით სუნთქვაზეა ხოლო დანარჩენი ორი საყურადღებო მდგომარეობაშია.

ზოგადად პაციენტების მომართვიანობა დასტაბილურდა. ახალი პაციენტების მიღებასთან ერთად ვასწრებთ ძველი პაციენტების გაშვებას და ამჟამადაც ესეა. სამი დღეა ახალი პაციენტი არ გვყოლია, სამი დღის წინაც მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი დაგვემატა, უშუალოდ ჩვენთან არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics