|
2020-05-04 15:55:15, 1683 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ჟანივრში სოციალური აქცია გამართა
სოციალური აქციის ფარგლებში, დღეს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ჟანივრში მელიქაძეების 11 სულიან ოჯახს სტუმრობდა და მათი სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა. პირველადი მოხმარების პროდუქტები, სხვადსხვა საჭიროებების ნივთები,პატარებს კი საჩუქრები მიუტანა და მისი მოულოდნელი სტუმრობით ოჯახი გაახარა. რევაზ და ფირუზ მელიქაძეები ერთ სახლში, მეუღლეებთან, შვილებთან და შშმ უხუცეს წევრთან ერთად ცხოვრობენ. ოჯახში 5 მცირეწლოვანი ბავშვია. 7 წლის ნიკა პირველი კლასის მოსწავლეა, უმცროსები კი ხაბელაშვილების ბაგა-ბაღის აღსაზრდელები არიან. გასულ წელს უმცროს ძმამ, მერიის მიზნობრივი სოციალური პროგრამით ისარგებლა და ახალი ხის სახლი შეიძინა, მალე ოჯახი ახალ მოსახლეობას იზეიმებს. ,,ახალი კორონავირუსის აღმოჩენის პირველივე დღიდან ჩართულები ვართ პრევენციულ ღონისძიებებში. მაქსიმალურს, ვაკეთებთ რათა ყველა საჭიროების მქონე ოჯახში მივიდეს პირველადი მოხმარების პროდუტები. ვეხმარებით შეჭირვებულ ოჯახებს ასევე ცხელ ხაზზე შემოსული ზარების და ფეისბუქზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დღეს მერიისა და ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ჩართულობით კიდევ ერთი მრავალსულიანი ოჯახი გავახარეთ. მივუტანეთ პირველადი მოხმარების საჭიროებები, მათ შორის ბავშვები ვუზრუნველვყავით ინტერნეტით, რათა შეძლონ ონალინ სწავლებაში ჩართვა“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. მელიქაძეების ოჯახის წევრებმა ფრიდონ ფუტკარაძეს ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)