21:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 11:39:00, 424 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მადლენ ოლბრაიტს და ჯონ ჰამრის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრია. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მადლენ ოლბრაიტთან შეხვედრა ძალზედ დროული და ღირებული იყო. 

„უამრავი შეკითხვა დაისვა. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ოლბრაიტისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ ის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს ადვოკატი იქნება. მსგავსი ადამიანების კეთილგანწყობა ჩვენისთანა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, რადგან ეს ფაქტი საზოგადობრივი აზრის კონსოლიდაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ოლბრაიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების პრეზიდენტს ჯონ ჰამრის შეხვდა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გაამყარა და დაადასტურა იმ პოლიტიკური ხაზის მართებულობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის გზაზე ატარებს. 

„ჩვენი ამოცანაა, მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მოვიპოვოთ იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც დღეს შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა ფუნქციონირებენ, მაგრამ, ამავდროულად, განწყობებს ქმნიან ქვეყანაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics