|
2020-04-30 12:59:47, 7158 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, რომელთაგან ორი მოზარდია
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 82 წლის მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისი თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ სხვადასხვა ფორმით გართულებული შაქრიანი დიაბეტი კორონავირუსის ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს. „რეანიმაციაში მოთავსებული 8 პაციენტიდან, 82 წლის ქალს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაცია, გართულებული პრობლემებით, თუმცა, უკვე მოიხსნა აპარატიდან და არის კონტაქტური. როგორც კი ეს ვირუსი გაჩნდა სამყაროში, რატომღაც დავარქვით მკვლელი ვირუსი, მაგრამ ვირუსის მკვლელმა ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმასთან დაკავშირებით, რომ გართულებული დაავადებები არ წარმოადგენს ლეტალობის ინდექსს. ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 83 პაციენტი მკურნალობს. დღეს კლინიკას 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათ შორის ორი მოზარდი, 14 და 15 წლის. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. რამდენიმე მათგანს, რომელსაც ჰქონდათ ფილტვის დაზიანების მაღალი ინდექსი, ამ შემთხვევაში არ უფიქსირდებათ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)