|
2020-04-29 15:07:58, 1587 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა, გოგი მეშველიანმა და თამაზ ჟორჟლიანმა სოფელ დისველში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მოინახულეს
საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი დღეს სოფელ დისველში ხორბლის ნათესებში სასუქის შეტანის პროცესს დაესწრნენ, ფერმერებს გაესაუბრნენ და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნენ. „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო, საგაზაფხულო სამუშაოები კარანტინის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს. დღეს სოფელ დისველში ხორბლის ნათესები მოვინახულეთ, სადაც სასუქის შეტანის პროცესი უკვე დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია, ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრები ახლა, პანდემიის დროს, მნიშვნელოვანია ფერმერების მხარდაჭერა, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ სავარგულების დამუშავება. ჩვენ ნებისმიერ ფერმერს საჭიროების შემთხვევაში დროულ დახმარებას აღმოვუჩენთ“ , - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)