|
2020-04-29 13:54:47, 8136 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი სააავდმყოფოდან გუშინ გაეწერა. „ჩვენს კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტია, საიდანაც 47 კორონავირუსით ინფიცირებულია. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და დამაკმაყოფილებელია. არ გვყავს მართვით სუნთქვაზე არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, თუმცა არის სერიოზული პნევმონიის მქონე რამდენიმე პაციენტი. მათ განსაკუთრებული ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. გუშინ ჩვენგან 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. დღეს ველოდებით ერთი პაციენტის დადასტურებას. 24 საათში გვექნება რეტესტირების პასუხი. ახალი შემთხვევებიდან გუშინ მივიღეთ 2 პაციენტი, მაგრამ ეს იყო უკვე დადასტურებული კოვიდინფექციით და ჩვენთან გადმოიყვანეს სხვა კლინიკიდან. ისინი თუ სწორად ვიცი, გადმოყვანილნი არიან თეთრიწყაროდან. გუშინ 12 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი კვლევა, გაკეთდა რამდენიმე რეტესტირების კვლევა, გაკეთდა თანამშრომლების გამოკვლევა და ველოდებით მათ პასუხებს. ყოველდღიურად დაახლოებით 45-მდე „პისიარ“ ტესტირება კეთდება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)