|
2020-04-29 11:59:25, 1450 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 38 პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსზე 38 პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითი მიიღეს. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში 44 პაციენტია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. „38 უარყოფითი პასუხია მოსული. ამჟამად კლინიკაში სულ 44 პაციენტი იმყოფება, დაწყებულია პაციენტების გადაყვანა. გუშინ კვლევაში მყოფი პაციენტების პასუხიც მოვიდა და ისიც უარყოფითია, ეს პაციენტები გადაყვანილი არიან კლინიკიდან. პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი ხარისხის სიმძიმისაა. პაციენტები, ვისაც პათოლოგიები ჰქონდათ, სომატურ კლინიკებში გადაიყვანეს, ხოლო ვისაც პათოლოგია არ დაუფიქსირდა, საკარანტინო ზონაში. გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში 38 პაციენტი გაეწერა და ისევ 38 პაციენტი მივიღეთ. 14:00 საათისთვის უკვე დაიწყება ტესტის აღება. ტესტირება პერსონალსაც და პაციენტებსაც ჩაუტარდებათ“,- განაცხადა მარეხი ბექაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)