23:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 11:12:28, 1644 ნახვა

რეგიონი
სამდღიანი ძებნის შემდეგ, 80 წლის მამაკაცი მდინარე ალაზანში დამხრჩვალი იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ 80 წლის მამაკაცი მდინარე ალაზანში დამხრჩვალი იპოვეს.

თელავის სოფელ გულგულაში მცხოვრები ალექსანდრე ოხანაშვილის ცხედარს მაშველებმა და მყვინთავებმა დღეს დილით მიაკვლიეს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მამაკაცი სოფლის ნახირს მწყემსავდა. საღამოს კი, როდესაც სახლში არ დაბრუნდა, ოჯახმა პოლიციას აცნობა.

დაკარგული მოქალაქის ტანსაცმელი ნაპოვნი იყო მდინარე ალაზნის ნაპირზე. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics