20:53 - 28 May, 2026
|
2015-08-14 12:14:24, 348 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე პირველი შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეტა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა და იანოშ ჰერმანმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)