17:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 15:07:25, 517 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილეები INL-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს არჩილ თალაკვაძეს და შალვა ხუციშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, მიღწეული პროგრესი, სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. შსს-ს წარმომადგენლებმა INL-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის შედეგადაც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის და კინოლოგიური დანაყოფის განვითარების მიმართულებებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics