|
2020-04-01 19:04:25, 1672 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილი - დღეიდან ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი სრულად იზოლირებულია - დღეიდან ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა - ამის შესახებ, დავით შერაზადიშვილმა განაცხადა. სოფლის შესასვლესა და გასასვლში ბლოკპოსტები მოეწყო, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. სოფლის იზოლირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის დატოვება ეკრძალება. აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მაცხოვრებლების სამედიცინო შემოწმება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურებული 3 შემთხვევიდან 2 ინფიცირებული ქვემო ბოლნისის მაცხოვრებელია. ჩაკეტილი სოფლის მისადგომები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა მოინახულეს. ,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი დროებით ჩაიკეტა. სოფლის მოსახლეობა ამ საგანგებო ზომების შესახებ უკვე ინფორმირებულია. ადგილობრივი მთვარობა აქტიურად მუშაობს, რათა მოსახლეობის ყველა საჭირო მოთხოვნილება დროულად იქნეს დაკმაყოფილებული. სოფლის მოსახლეობას ვთხოვ დაიცვან საკარანტინო წესები და მოთხოვნები“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)