00:27 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 12:18:30, 1868 ნახვა

რეგიონი
მარნეულის მერი - 88 000 ადამიანი შემოწმდა, საველე ჰოსპიტალში კი მხოლოდ 15 ადამიანი იმყოფება

დღევანდელი დღის მონაცემებით 88 000 ადამიანი შემოწმდა უკვე, საველე ჰოსპიტალში კი 15 ადამიანი იმყოფება - ამის შესახებ, მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ანალიზების პასუხები მზად პირველი საათის შემდეგ იქნება.

„დღევანდელი დღის მონაცემებით 88 000 ადამიანი შემოწმდა უკვე, საველე ჰოსპიტალში 15 ადამიანი იმყოფება, ანალიზების პასუხებს ველოდებით პირველი საათის მერე, ასევე ამ დროისთვის გვექნება თერმოსკრინინგის ახალი მონაცემები, რომელიც 6 ერთეულში აქტიურად გრძელდება, 11 ერთეულში კი დასრულებულია.

ქალაქსა და სოფლებში სტაბილური მდგომარეობაა, ახალ პირობებთან დაკავშირებით, ინფორმაციას აქტიურად ვავრცელებთ, როგორც ქართულ ასევე აზრბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ბანკებთან არის ხალხმრავლობა, თუმცა ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება და ასევე ზედამხედველობის წარმომადგენლები. ის რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია დაცულია.

სასურსათო მარაგი ჩვეულებისამებრ შემოდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კოორდინირებულად ვმუშაობთ ქსელებთან და მარაგის პრობლემა არცერთი მიმართულებით მარნეულშ არ არის", - განაცხადა ზაურ დარგალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics