|
2020-03-30 12:50:13, 1529 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათის გადაცემა დაიწყო
ქედის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათის გადაცემა დაიწყო. სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოiყო და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის 7000 ოჯახისთვის შეძენილ იქნა პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა და ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს გადაეცემა. მაღალ რისკ ჯგუფში შემავალ პირებს კალათები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა, აჭარის საავტომობილო გზებისა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რაულ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ და თვითმმართველობის მოხელეებმა, მოხალისეებთან ერთად გადასცეს. სურსათის დარიგების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 751 მოქალაქეს გადაეცემა. აღსანიშნავია რომ ახალგაზრდებმა, როგორც ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ასევე ძალიან ბევრმა მოხალისემ, გამოთქვა სურვილი ამ აქციაში ჩართულობის. წითელ ჯვართან ერთად გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და უსაფრთხოების წესების დაცვით ხდება ოჯახებში სასურსათო კალათების დარიგება. #დარჩისახლში #გისურვებთჯანმრთელობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)