19:27 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 16:52:56, 1528 ნახვა

რეგიონი
სოციალური პასუხისმგებლობის აქცია შუახევში

სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე კამპანიაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ და თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქციაში სოფელ გომარდულის მკვიდრი ი/მ რამინ დარჩიძე ჩაერთო და მუნიციპალიტეტს გარკველი რაოდენობის პურის ფქვილი გადასცა.

თითო ტომარა ფქვილი დღეს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოხალისეებთან ერთად ბარათაულში შეჭირვებულ ოჯახებს დაუნაწილა.

,,მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა მინდა გადავიხადო რამინ დარჩიძეს სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა თავისი თემის მოსახლეობის მიმართ. თითო ტომარა ფქვილი დღეს უმწეო და ხანძრით დაზარალებულებს ბარათაულში დავუნაწილეთ, თუმცა აქცია მოიცავს ბარათაულის თემის ყველა სოფელს. სოციალური აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების მიღმა, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა ესაჭიროება“- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას ჯანდაცის რეკომენდაციების გათვალისწინება, მუნიციპალიტეტში ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები და თვითმმართველობის გადაწყვეტილება გააცნო,რომელიც ადგილობრივებზე ავტომობილების მომსახურებას გულისხმობს აუცილებელი საჭიროებისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics