|
2020-03-26 17:20:08, 1837 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ კერძო სექტორი ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს კრიზისიდან და შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის შეკავებაზე და ეკონომიკურ გამოწვევებზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს და ყველა ინტერვენცია, რაც ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან ემსახურება არსებული სიტუაციიდან გამოსვლას ნაკლები დანაკარგებით. „პანდემიამ, გლობალურმა საფრთხემ შეცვალა ტრადიციული წარმოების და მიწოდების ჯაჭვი. დიდი ქვეყნების ჯანსაღმა ეკონომიკამ ვერ შეძლო ამ გამოწვევებისთვის გაეძლო. ჩვენ ვართ მცირე ეკონომიკური შესაძლებლობის ქვეყანა, მაგრამ ის რომ ჩვენ ასე ეფექტურად ვმართავთ ამ კრიზისებს, მოწინავე ვართ პანდემიასთან ბრძოლაში გვაძლევს იმის იმედს რომ, ამ შოკის და რეცესიის შემდეგ ჩვენს ეკონომიკას მალე დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომელიც გვქონდა კრიზისამდე, აჭარაში მოქმედ ბიზნესს მივეცით 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი. სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობა ემსახურება სწორედ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მოხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ კერძო სექტორი ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს კრიზისიდან და შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ეკონომიკური დოვლათის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ შოკის პირობებში ბევრ მოქალაქეს მოუწია თვითიზოლაციაში ყოფნა, ბევრმა დროებით დაკარგა სამუშაო ადგილი. ყველა ის ინტერვენცია, რაც ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან ემსახურება სწორედ ამ სიტუაციიდან გამოსვლას ნაკლები დანაკარგებით. აჭარის მთავრობის აპარატის და სამინისტროების ხარჯები განახევრდა და მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას. მთავარი გეგმა იქნება აქტუალური არის პანდემიის შეკავება და შემდეგ ეტაპზე ეკონომიკის შენარჩუნება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)