|
2015-08-08 14:08:01, 542 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბესიკ ლოლაძე და პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე IV ქვეითი ბრიგადის ოთხი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალების - ვახტანგ გზირიშვილის, ლევან იოსებიძის, გიორგი ჯავახიშვილისა და სერჟანტ კახაბერ თავგორაშვილის საფლავებზე მივიდნენ. დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა პაატა ხიზანაშვილმა. ქართველი გმირების საფლავებზე რუსთავში ასევე იმყოფებოდნენ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები. დღესვე, მთელი საქართველოს მასშტაბით, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავებს ყვავილებით შეამკობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)