14:11 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 09:36:58, 566 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია

„ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა  „მოამბესთან’ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა საერთაშორისო საზოგადოების დროული დახმარება, შესაძლო იყო, მოვლენებს გაცილებით სერიოზული გართულებები ჰქონოდა.

 „დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია. მოვლენებს შესაძლოა ჰქონოდა გაცილებით სერიოზული გართულებები, რომ არა საერთაშორისო საზოგადოების დროული დახმარება. მას შემდეგ საქართველოს აქვს წარმატება იმ თვალსაზრისით, რომ შეჩერებულია ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა იქცა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მიერ იმ ურყევ პოზიციად, რომელიც არ შეიცვლება და მიტაცებული, ოკუპირებული ტერიტორიები არ ჩაითვლება არც რუსეთის საკუთრებად და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან,  უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მიღწევას სჭირდება სერიოზული მუშაობა, უფრო ხელსაყრელი გეოპოლიტიკური გარემო და რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის საერთაშორისო სამართლის წესრიგის სისტემაში შეყვანა, რაც მისი თქმით იოლი ამოცანა არ იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics