|
2020-03-23 10:26:17, 5047 ნახვა
ომი უკრაინაში
სოზარ სუბარი - შექმნილია 10 ჯგუფი, რომლებიც მარნეულსა და ბოლნისში თითოეულ ოჯახში ადამიანებს შეამოწმებენ
„შექმნილია მოხალისეთა ათი ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები და თითო ექიმი ყველა ჯგუფშია. ესენი განკუთვლნილია იმისთვის, რომ ყველა ოჯახში შეამოწმონ თითოეული ადამიანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ეს ჯგუფები თავდაპირველად შეამოწმებენ იმ უბნების, სადაც ყველაზე მეტი შეიძება იყოს საფრთხე, სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და სადაც მათ ჰქონდათ კონტაქტები, ხოლო შემდეგ გადავლენ დანარჩენი მოსახლეობის შემოწმებაზე. „სრული სიმშვიდეა, ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებლობი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო, ეს არის მაგალითად პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია, ბანკი, სხვა არაფერი არ მუშაობს. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ გავიდნენ საველე სამუშაოებზე და შეასრულონ ოღონდ ძალიან მკაცრი წესებით დაცვით, ანუ მანქანაში არ უნდა იჯდეს ორ ადამიანზე მეტი, არ მოძრაობენ ავტობუსები, მიკროავტობუსები და ა.შ შექმნილია მოხალისეთა ათი ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები და თითო ექიმი ყველა ჯგუფშია. ესენი განკუთვლნილია იმისთვის, რომ ყველა ოჯახში შეამოწმონ თითოეული ადამიანი. თავდაპირველად დაიწყებენ იმ სოფლების თუ იმ უბნების შემოწმებას, სადაც ყველაზე მეტი შეიძება იყოს საფრთხე, სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და სადაც მათ ჰქონდათ კონტაქტები, ხოლო შემდეგ გადავლენ დანარჩენი მოსახლეობის შემოწმებაზე. შექმნილია 40-მდე მოხალისეების ჯგუფი, რომლებიც დაეხმარებიან სოციალურად დაუცველებს, მოხუცებს, რომ მიაწოდონ სურსათი და ყველა აუცილებელი საჭიროება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)