|
2015-08-07 13:34:36, 450 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია აფხაზეთის რკინიგზაზე: ეს ჩვენთვის სიგნალია
„რუსეთის ნებისმიერი მოქმედება, ჩვენთვის საფრთხის შემცველია“, – ასე აფასებს ექსპერტი ელენე ხოშტარია აფხაზეთის რკინიგზაზე რუსი სამხედროების მიერ გაწმენდით სამუშაოებს. როგორც ხოშტარია „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, აფხაზეთის რკინისგზის საკითხზე ქართული მხარის მიერ არანაირი რეაგირება არ არის და ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ რკინიგზასთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. „პერიოდულად სულ გვესმის, რომ აბაშძე–კარასინის ფორმატში ეს საკითხი დგება. თავის დროზე, კიდევ უფრო ადრე, ძალიან არასწორად ავწიეთ ეს თემა. პერიოდულად ეს თემა სულ ანათებს. ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და იქ აბსოლუტური თავისუფლებაა – გაწმინდონ, მოამზადონ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სიგნალი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჯერ არანაირი რეაგირება არ მინახავს, მეტიც, მუდმივად საქართველოს მხრიდან არის საუბარი, რომ ამაზე არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და რკინიგზის საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ხოშტარიამ. მისივე შეფასებით, ქართულ მხარეს, პრევენციის პოლიტიკა არ გააჩნია. „ნებისმიერი რუსეთის მოქმედება არის ჩვენთვის საფრთხის შემცველი. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ საერთოდ არ გაგვაჩნია პრევენციის პოლიტიკა. მაგალითად, როდესაც აფხაზეთში იწყებოდა მოვლენები, ჯერ კიდევ მაისში იყო დაანონსებული ფაქტიურად ანექსიის ხელშეკრულება, საერთოდ, თვეების განმავლობაში პრევენციული არაფერი არ გაგვიკეთებია. რკინიგზის თემის სულ მიჩქმალვაში ვართ“, – განაცხადა ხოშტარიამ. ხოშტარიას თქმით, მთავრობის მხრიდან უნდა დაფიქსირდეს პოზიცია, რომ ეს რკინიგზა ვერ აღდგება და ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ამ პრობლემაზე საუბარი უნდა წარიმართოს. „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის წინ როგორ მოამზადეს რკინიგზა დესანტის ჩამოსასხმელად და როგორ გამოიყენეს შემდგომ. ამიტომ, ბუნებრივია , პირველი ჩვენ ყოველ კრიზისულ სიტუაციაში რასაც ვაკეთებს, ეს არის საერთაშორისო თანმამეგობრობის ყურადღების გამახვილება“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, აფხაზეთის რკინიგზის ოჩამჩირე–ენგურის მონაკვეთს რუსი სამხედროები წმენდენ. აფხაზეთის ე.წ. სატრანსპორტო სამმართველოს უფროსის ზურაბ ხაჯიმბას განცხადებით, რკინიგზა იწმინდება, რათა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მოძრაობა აღდგეს. მისივე თქმით, გაწმენდით სამუშაოებზე დაახლოებით 800 რუსი სამხედრო მუშაობს.
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)