|
2020-03-20 19:51:17, 8774 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორინავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტიდან 4 მათგანის მდგომარეობა პრობლემურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი თქმით, 44 ინფიცირებული პაციენტიდან 4 მათგანის მდგომარეობა პრობლემურია. „საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 პაციენტია დადასტურებული. 2 პაციენტია აჭარაში, 3 პაციენტი დაფიქსირდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, 4 პაციენტი იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 32 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და დანარჩენი 3 თუ არ ვცდები არის საჩხერის კლინიკაში. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ამ 44 პაციენტში პრობლემური პაციენტი კვლავ რჩება ჯერჯერობით 4. ჩვენი ორი პაციენტიდან, ასაკოვანი ქალბატონი და ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაშია 2 ასეთი პრობლემური პაციენტი. პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ ამ პაციენტებს, ძირითადად ასაკის გამო თანარსებული დაავადებების გამო მოსალოდნელი არის დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)