|
2020-03-20 17:01:18, 7160 ნახვა
ომი უკრაინაში
იმუნოლოგი კორონავირუსზე - ტესტები იქნება, მაგრამ იქნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
ჩვენი აუცილებელი მოთხოვნაა ყველა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიყვანოთ უმაღლეს რანგში და სახელმწიფო არის ჩვენს მხარეს, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცახადა. კულუმბეგოვის თქმით, ყველა შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების მიერ და უმჯობესი იქნება, თუ დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობა კიდევ უფრო გაამკაცრებს. „რაც კი შეიძლება იყოს დღეს თხოვნა, ადამიანთა თავშეყრის ადგილებიდან თავშეკავების, სახელმწიფომ ეს შეიძლება მოთხოვნაში გადაზარდოს. თუ ეს იქნება გამკაცრებული, მივესალმები. კორონავირუსით გამოწვეული პანდემია მსოფლიოში მძვინვარებს. ყველა ქვეყანას აქვს თავისი დამიზნებითი პოლიტიკა, რაც გამომდინარეობს ამ ქვეყნების ტრადიციიდან, ეკონომიური შესაძლებლობებიდან, და პოლიტიკური თუ სხვა ჯანდაცვის სისტემისადმი დამოკიდებულების შესაბამისია. შესაბამისად ჩვენ ვმსჯელობდით იმ საკითხებზე, როგორი მოდელი შეიძლება იყოს ყველაზე იდეალური და საუკეთესო საქართველოსთვის. ჩვენ განვიხილეთ სკანდინავიის და ბრიტანეთის მაგალითი, სადაც ამ მდგომარეობას უდგებიან, როგორც მარტივს და ამბობენ, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა მოიხადოს ეს ინფექცია და 80-82 პროცენტში ნამდვილად ასეა ეს ინფექცია და ჩვენ გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, სადაც ყველაზე მეტი რისკია მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ამის ფუფუნების შესაძლებლობა არ აქვს", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტესტირების საკითხს. ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ყველა მსურველისთვის ტესტირების გაკეთების რესურსი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ტესტები იქნება, მაგრამ იქნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. „შევეხეთ ასევე ტესტირების საკითხს. როგორც ჩვენ შეხვედრაზე მივიღეთ ინფორმაცია, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ერთი კვირის ფარგლებში მოხდეს ტესტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამედიცინო ნაწილი ჩაერევიან იმ თვალსაზრისით, რომ განისაზღვროს, ვის და როგორ უნდა გაუკეთდეს ტესტირება. ყველა მსურველისთვის ტესტირების გაკეთების რესურსი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ტესტები იქნება, მაგრამ იქნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. კარანტინის, თვითიზოლაციის და დაწესებული ღონისძიებების შესრულება არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ამ გადაცემის ჯაჭვს გავწყვეტთ და მაქსიმუმ 2-3 თვეში ეს ინფექცია ჩადგება კალაპოტში და ჩვენ ამ რისკებს ავცილდებით", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)