|
2020-03-20 13:24:35, 1261 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - კორონავირუსი ებრძვის ჩვენს სამუშაო ადილებს, ჩენი ოჯახების შემოსავალს, ჩვენი შვილების მომავალს
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, "კორონავირუსი ებრძვის ჩვენს სამუშაო ადილებს, ჩენი ოჯახების შემოსავალს, ჩვენი შვილების მომავალს". მისი თქმით, ხელისფლებამ უნდა გაატაროს ამ მიმართულებითაც ეფექტური ნაბიჯები. ბაქრაძე აღნიშნავს, ორმ აუცილებელია გადასახადების შემცირება და საპენსიო ფონდში შენატანები დროებით უნდა შეჩერდეს. "ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ენერგიულ ნაბიჯებს სამედიცინო სფეროში, რომელიც იდგმევა კორონავირუსის წინააღმდეგ და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური ძალა მხარს ვუჭერთ გატარებულ ღონისძიებებს, რომლის ამოცანაც არის კორონავირუსთან ბრძლა და მისი გავრცელების შეზღუდვა. მაგრამ ეს უხილავი მტერი არ ებრძვის მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას, კორონავირუსი ებრძვის ჩვენს სამუშაო ადილებს, ჩენი ოჯახების შემოსავალს, ჩვენი შვილების მომავალს. ამიტომ აუცილებელია ასეთივე ენერგიული ნაბიჯები გადაიდგას ეკონომიკაში იმ მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, დავიცვათ მათი ოჯახები, კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისისგან. სამწუხაროდ ასეთ ნაბიჯებს ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ. "ევროპულმა საქართველომ" შეიმუშავა გეგმა, რომლითან გადასახადების შემცირების გზით, საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეწყვეტის გზით, ასეულობით მილიონ ლარს დავტოვებთ ეკონომიკაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მანევე აღნიშნა, რომ ყველა ოჯახს 120 ლარიანი კომუნალურების ვაუჩერი უნდა გადაეცეს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)