|
2015-08-07 09:41:32, 507 ნახვა
საზოგადოება
დიღმულაზე მდებარე ხიდი გადაკეტილია
მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 120 დღით დაიკეტება. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ხიდის ავარიულობიდან გამომდინარე მოხდება მისი სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი კონსტრუქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: დ. აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და დ. აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით. მერიის ინფორმაციით, ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება. „მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან წლებში ჩაუტარდა, ხოლო ბოლო გამოკვლევა 2000 წელს“, – აცხადებენ მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)