|
2020-03-18 21:12:48, 4714 ნახვა
სამართალი
კომპანიაში, რომელიც COVID19-თან დაკავშირებით მთავრობის სახელით ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდა, სუსი შევიდა
ჭავავაძის თხუთმეტ ნომერში სპეცოპერაციაა. კომპანიაში, რომელიც covid19-ის შესახებ შეტყობინებებს მოსახლეობას უგზავნიდა, სუსი შევიდა. სპეცოპერაციის განხორციელების აუცლებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მთავრობის სახელით მოსახლეობამ ცრუ შეტყობინება, გადადგილების შეზღუდვის შესახებ მიიღო. ამის შემდეგ სუსის და პოლიციის 50-მდე თანამშრომელი "კომპანია ემსის" ოფისში შევიდნენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათმა ერთმა თანამშრომელმა "იხუმრა" და რამდნიმე ადამიანს ეს შეტყობინება გაუგზავნა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ერთი ადამიანის გამოსავლენად 50 კაციანი სპეცოპერაციის განხორციელება აუცილებელი არ იყო. "როგორც ჩვენ გვარკვიეთ შიდა მოძიებით, რამდენიმე თავის ახლობელ ექვს ნომერზე გაუგზავნა ამ მთავრობის ბრენდნეიმით, ასე რომ ვთქვათ. გაუგებრობა მოხდა ჩვენი თანამშრომელმა გაიხუმრა ძალიან ცუდად, ამისთის მივიღეთ ზომები და თავისივე თანხმობით გავათავისუფლეთ. გამოჩნდება, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვარ და არ იყო აუცილებელი 50 კაციანი სპეცოპერაციის განხორციელება", - განაცხადა "ემსი კომპანიის" ხელმძღვანელმა შუქრი ბურჭულაძემ. ამ დროისთვის ადგილზე პოლიზიისა და სუსის თანამშრომლები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)