|
2015-08-06 16:40:24, 657 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრო ე.წ. უდო–ს საკითხზე სექტემბრიდან კონსულტაციების გამართვას გეგმავს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის, ე.წ. უდო–ს საკითხთან დაკავშირებით, სექტემბრიდან მთავრობასთან, სასამართლოსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენშწყალებასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. რაც შეეხება პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხებს, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხების განხილვაზე. სექტემბრიდან ჩვენ წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებს, რადგან ეს საკითხები დასახვეწია, ეს საკითხები საჭიროებს უფრო სიღრმისეულ რეგულაციებს, რაზედაც ჩვენ მზად ვართ. სექტემრბიდან დაიწყება კონსულტაციები, მთავრობაში, სასამართლოსთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ ერთიანად, კარგი, ეფექტური მოდელი მივიღოთ, რომელსაც შემდგომ ხუთღეში კიდევ არ შევცვლით“, – აღნიშნა კახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)