|
2015-08-06 14:14:50, 669 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა რეგიონების მიხედვით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. გიორგი მღებრიშვილმა სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. „მე დღეს შევხვდი სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობას, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები. მათ უკვე ჩემგან კონკრეტული დავალებები მიიღეს. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეული ოჯახის, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, სტუმრის უსაფრთხოება დაცული იქნება. აუცილებლად გაგრძელდება ბრძოლა კრიმინალთან, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ უკომპრომისო ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება “, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)