|
2020-03-17 11:38:59, 2429 ნახვა
სამართალი
ქადაგიძე - მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი ზეწოლისგან, თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება
„მოსამართლე დაცული უნდა იყოს არამხოლოდ გარე ზეგავლენისგან, არამედ სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისგან“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისგან. „მოსამართლე დაცული უნდა იყოს არამხოლოდ გარე ზეგავლენისგან, არამედ სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისგან. გარე ზეგავლენის დაცვის აუცილებლობაზე უკვე აღარავინ კამათობს, მაგრამ შესაძლებელია ხაზგასმით აღვნიშნო შიდა ზეწოლების გამორიცხვის აუცილებლობა. მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი მითითებისა თუ ზეწოლისგან და ეს პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს თავმჯდომარის მხრიდან. თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისგან“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)