|
2020-03-17 11:00:14, 2508 ნახვა
სამართალი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - უმცირესობაში არიან ადამიანები, რომელთა მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება
საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმირების სათავეებში იდგნენ, მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შევიდა.საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში. „უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსამართლის და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიები არ არის მრავალსაუკუნოვანი კულტურით დაცული, აქედან უმნიშვნელოვანესია ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რაც საქართველოს ძირითად კანონში შევიდა.საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში და ხელისუფლების სხვა შტოებისგან არასათანადო კავშირებისა თუ გავლენებისგან მისი დაცვის თვალსაზრისით. ამ მიმართებით, მე მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო მიმდინარე მოწვევის პარლამენტის დამსახურება. ვფიქრობ, ამ პარლამენტმა ცალსახად ისტორიული როლი შეასრულა ამ მიმართულებით. აქვე მინდა ოპოზიციის როლი აღვნიშნო, რამდენადაც ოპოზიციაში, საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმირების სათავეებში იდგნენ და მე მინდა, რომ მათი წვლილიც იყოს ხაზგასმული. ვიცი, რომ მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება, მაგრამ მინდა ამ პროცესისადმი მათი დამოკიდებულების მიმართ ჩემი პოზიცია და პატივისცემა ხაზგასმით აღვნიშნო,“ - განაცხადა ნინო ქადაგიძემ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)