|
2020-03-16 17:34:00, 1789 ნახვა
სამართალი
მკვლელობის მცდელობისთვის, ყაჩაღობისა და თავისუფლების აღკვეთისთვის ბრალდებულებს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები შ.გ. და ი.ი. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, ქ. თბილისში, შ.გ. და ი.ი. ყაჩაღურად თავს დაესხნენ ს.ჰ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, ზეწრით შეუკრეს ხელები და ფეხები, დამჭერებით დაუბეს თითები, შემდეგ კი განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის მარცხენა და მარჯვენა არეში, ბეჭისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. სახლიდან გაიტაცეს 6.632 ლარი, 300 ლარის ღირებულების კაზინოს მონეტები, ,,აიფონ 6''-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ,,ასუსის'' ფირმის ლეპტოპი, ჩანთა, 3000 ლარად ღირებული საათები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შ.გ.-ს და ი.ი.-ს 2018 წლის 15 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ'', მე-2-ნაწილის ,,ე'' და მე-3 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტებით (სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'', მე-3 ნაწილის ,,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'', მე-3 ნაწილის ,,ა'' და ,,დ'' ქვეპუნქტებით). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.გ. და ი.ი. დაუსწრებლად, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათ მიმართ მიმდინარეობს ძებნა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)