20:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 17:05:08, 2008 ნახვა

რეგიონი
KTW ჯგუფი მზადაა „ახაშენი ღვინის კურორტი & სპა“ სახელმწიფოს დროებით საკარანტინო ზონად დაუთმოს

KTW ჯგუფი სრული პასუხისმგებლობით იზიარებს ქვეყანაში შექმნილ  ვითარებას და სურს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს  სახელმწიფოს კორონავირუსთან (COVID 19) ბრძოლის მიმართულებით - ამის შესახებ "ექსპრესსნიუსს" სასტუმროს პრესსამსახურმა აუწყა.


"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პრობლემატური იყოს ქვეყანაში საკარანტინო ზონების მობილიზება. ეს პრობლემა მწვავედ დგას  კონკრეტულად კახეთის რეგიონშიც. შესაბამისად, KTW  ჯგუფი სრულ მზადყოფნას აცხადებს სასტუმრო-კომპლექსი “Akhasheni Wine Resort& spa”, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს, დროებით სრულად დაუთმოს სახელმწიფოს, საკარანტინო ზონად გამოსაყენებლად", - აცხადებს სასტუმროს პრესსამსახური


სასტუმრო „Akhasheni Wine Resort&Spa”, მოიცავს 41 სასტუმრო ნომერს, მათ შორის ადაპტირებულ ნომრებს  შშმ პირებისთვის. შესაბამისად, ამ ლოკაციაზე კომფორტული საკარანტინო ზონის მოწყობაა შესაძლებელი. 


KTW ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენი სახელმწიფო და ზოგადად მსოფლიო მოკლე დროში შეძლებენ ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავებას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics