|
2020-03-13 20:47:08, 2213 ნახვა
სამართალი
სასამართლომ 2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და 7 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ შ.ა.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებული შ.ა. ქ.ბორჯომში პოლიციელ გ.ბ-ს სიცოცხლის მოსპობისა და პოლიციელ გ.მ-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე (სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 19, 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ( 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი), ქ.თბილისში, პოლიციელ ბ.მ-ს სიცოცხლის მოსპობისა და პოლიციელების ვ.გ-ს და ვ.გ-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე, (3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19, 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით), 2015 წლის 5 აპრილს, ქ.თბილისში პოლიციელების ლ.გ-ს, მ.ს-ს, შ.ჯ-ს და ლ.ჩ-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე (19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით), პისტოლეტის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შ.ა.-მ 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლებს გ.ბ-მ და გ.მ-მ , რომლებმაც ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ატარებდა, სასიკვდილოდ დაჭრა გ.ბ. , ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლომ ასევე დაადგინა რომ, 2015 წლის 4 აპრილს, ძებნილმა შ.ა.-მ ისანი-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლების - ვ.გ-ს, ვ.გ-ს და ბ.მ-ს მიმართულებით, რომლებმაც იგი შემოწმების მიზნით შეაჩერეს ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბ.მ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.გ-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. 2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შ.ა-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების - ლ.გ-ს, მ.ს-ს, ლ.ჩ-ს და შ.ჯ-ს მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა. 2015 წლის 10 აპრილს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შ.ა. სამართალდამცველებმა ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. დაკავებისას ამოღებულ იქნა ,,გლოკი"-ს და ,,ПБ 6П9"-ს სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ-5 ტიპის ხელყუმბარა. სააპელაციო სასამართლომ შ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)