|
2020-03-13 17:18:07, 1969 ნახვა
სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბესიკ თამლიანის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობის საკითხი დააყენა და პატიმრობის 1000 ლარიანი გირაოთი შეცვლა მოითხოვა. ბრალდების მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა, რადგან და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, პოლიციის წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)