13:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 18:37:58, 2052 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ მზადაა დისტანციური მუშაობისთვის

„თიბისი“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია რეგიონში, ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მზადაა უახლოეს დღეებში მაქსიმალურად და ეტაპობრივად გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. თიბისი ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ამასთან ერთად იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებას უკავშირდება.

თიბისის  სტრატეგია ბოლო წლების განმავლობაში დისტანციური არხების განვითარება და გაციფრულებაა, ტრანზაქციების 93% ონლაინ ხორციელდება.  განვითარებული ციფრული და დისტანციური არხები დაგვეხმარება, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ადამიანებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა ამ პერიოდში და აარიდებს მათ დამატებით საფრთხეებს.

ცვლილება არ გამოიწვევს შეფერხებას მომსახურების და ოპერაციების კუთხით და უსაფრთხო იქნება, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე 2 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მომსახურებაში შეფერხება არ ჰქონდეთ. ამაში ძალიან გვეხმარება დისტანციური არხები, ჩვენ ბევრი სერვისის გაწევა შეგვიძლია ისე, რომ მომხმარებლებს ფილიალში მოსვლა არ დასჭირდეთ.  ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომ საფრთხე მინიმუმამდე შევამციროთ,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი მზად არის, ინდივიდუალურად განიხილოს შეღავათები მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის, კოორდინირებულად მუშაობს მთავრობასთან და ითვალისწინებს გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სფეროს ამ გაზაფხულს შეექმნა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია გუნდის ყოველი წევრის და მომხმარებლის ჯანმრთელობა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics