|
2020-03-12 12:40:59, 2202 ნახვა
სამართალი
წულუკიანი - პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილამდე თავისუფლდებიან
პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილამდე გათავისუფლდებიან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრობაციონერთა პრობაციის ბიუროში მოსვლის ვალდებულობის შეუსრულებლობას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და 14 აპრილამდე საპატიოდ ჩაითვლება. „მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება, ან პრობაციის ოფიცერთან და სოც. მუშაკთან თუ ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)