|
2020-03-10 16:55:00, 2507 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძე - უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დასახელდა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების ფარგლებში უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დაასახელა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ ხალხის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დანიშვნა იქნება საკონტროლო ტყვია, რომელსაც ეს ხელისუფლება დაასვამს სასამართლოს თავისუფლებას. „ამ ხალხის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დანიშვნა იქნება საკონტროლო ტყვია, რომელსაც ეს ხელისუფლება დაასვამს სასამართლოს თავისუფლებას. ეს იქნება იმ პროცესის დასარული, რომელიც დაიწყო ერთი წლის წინ, როდესაც გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ რომ ჩაეჯიბებინა უზენაესი სასამართლო.მე მართლა დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რომ ცუდი სამოყვარულო თეტრის სპექტაკლს ვესრწებოდი, რადგან ცხადი იყო, რომ დადგმული იყო ეს ყველაფერი. ყველას შორის თანმხმობა შედგა და ყოველგვარი დისკუსიის გარეშე. ქებათა ქება იყო შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგაძის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)