02:11 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 14:39:50, 2440 ნახვა

სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

მოსამართლეს თხოვნით მიმართა ბრალდებულმაც, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება მოითხოვა.

ცნობისთვის, პროკურორი დავით შაკიაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შაკიაშვილი ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამს 50 000 ლარის ოდენობით მოითხოვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics