13:36 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 14:43:53, 571 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ვისურვებდი, რომ ინტერპოლი სტრასბურგის სასამართლოს არ დაემსგავსოს

„ვისურვებდი, რომ პოლიცია, მათ შორის ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც აქცენტებს უფრო ადამიანის უფლებებზე აკეთებს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ყოფილი მაღალჩინოსნის დავით კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ინეტრპოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას კითხვები აქვს.

„საქართველოს მხრიდან ეს თანამსრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება, იქნება ეს ექსტრადაციის თუ პატიმართა გადაცემა-გადმოცემი საკითხი, მაგრამ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მე მაქვს კითხის ნიშნები. ინტერპოლმა მეთოდი შეცვალა.  ვისურვებდი, რომ პოლიცია, მათ შორის, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics