|
2020-03-06 18:44:10, 4393 ნახვა
სამართალი
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულ შ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შ.ლ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 მარტს, ქ.ჭიათურაში, შ.ლ.-მ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - მ.რ.-ს მიმართ, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა შ.ლ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დააკავეს. შ.ლ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126’ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)