|
2020-03-06 09:53:57, 3108 ნახვა
სამართალი
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, რომლებსაც თბილისში გააჩნდათ ტურისტული ოფისი, დაინტერესებული პირებისთვის ამზადებდნენ და ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტს. ბრალდებულებმა, მათ მიერ დამზადებული ყალბი საბანკო ამონაწერი, სახელფასო ცნობა, დიპლომი, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები 800 აშშ დოლარად გაასაღეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 100 – ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საბანკო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)