|
2020-03-05 10:23:38, 3802 ნახვა
მსოფლიო
ბრმა ვიყავი - რუსი მსახიობი აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმში მონაწილეობას ნანობს
რუსი მსახიობი, ანატოლი ბელი აცხადებს, რომ ნანობს მონაწილეობის მიღებას აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ რუსულ ფილმში „აგვისტოს რვა“. ამის შესახებ ბელიმ RTVi-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა. „იცით, გულწრფელად გეტყვით, ვნანობ, რომ იმ ფილმში მივიღე მონაწილეობა. იმ მომენტისთვის, ჩემი პოლიტიკური სიბრმავე და უცოდინრობა საერთოდ არ მესმოდა, რა ხდებოდა. საქართველო, აფხაზეთი, რუსეთი. პოლიტიკურად ინფანტილური ადამიანი ვიყავი. ამან ცუდად იმოქმედა, რადგან მას შემდეგ მე საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებებში ვეღარ ვმონაწილეობ“, - განაცხადა ბელიმ. როგორც მსახიობმა ინტერვიუსას აღნიშნა, ის შავ სიაშია, რის გამოც საქართველოში რამდენიმე წლის წინ არ შეუშვეს. „იყო ორი პროექტი, რომელთა გადაღებაც საქართველოში უნდა ჩატარებული, მაგრამ უცბად გამოაცხადეს, რომ მე არ მაქვს იქ ყოფნის უფლება, რადგან საქართველოს შავ სიაში ვარ. დიახ, ეს ჩემთვის სასწავლო ამბავია. მას შემდეგ ძალიან ვაკვირდები სცენარს, დავთანხმდე თუ არ დავთანხმდე“, - განაცხადა მსახიობმა. „აგვისტოს რვა“ 2012 წელს გამოსული ფილმია, რომლიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებული რუსული, პროპაგანდისტული ფილმია. ფილმი, რეჟისორმა ჯანიკ ფაიზიევმა გადაიღო და რუსეთის მიერაა დაფინანსებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)