|
2020-03-04 10:59:01, 2605 ნახვა
მსოფლიო
დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის 8 შტატში გაიმარჯვა
დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის 8 შტატში გაიმარჯვა. აღნიშნულის შესახებ apnews წერს. გამოცემის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, ალაბამას, არკანზასის, ტენესის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ლიდერობს. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ველი, რომელშიც ერთი კვირის წინ ნახევარ ათეულზე მეტი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მოულოდნელად ორ კაციან კონკურსად გადაიქცა. წინასწარი შედეგების მიხედვით, იუტას, კალიფორნიის, ვერმონტისა და კოლორადოს შტატებში ბაიდენის მეტოქე, ბერნი სანდერსი ლიდერობს. ბაიდენი და სანდერსი, დიდი ხანია პოლიტიკაში არიან. მათ მკვეთრად განსხვავებული ხედვები აქვთ ამერიკის მომავალთან დაკავშირებით. ცნობისთვის, პრაიმერიზი 3 მარტს აშშ-ის 14 შტატში გაიმართა. კიდევ 8 შტატის შედეგები ჯერ უცნობია. მისი ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)