|
2015-08-03 12:21:12, 613 ნახვა
საზოგადოება
სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება
სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხზე, დღეს სასტუმრო ”ტიფლის პალასში” იმსჯელეს. შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნეს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სკოლამდელი ბავშვების სასწავლო პროგრამას ნარჩენების მართვის, ენერგოეფექტურობის და წყლის რესურსების მართვის საკითხები დაემატება. შესაბამისი მასალის გავლის შემდეგ, ბავშვებს ნარჩენების მართვის, სეპარაციის და გადამუშავების პრინციპები ეცოდინებათ, ისინი ასევე ენერგიისა და წყლის დაზოგვის დადებითი შედეგების და აუცილებლობის დასაბუთებას შეძლებენ. საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტების გაძლიერების მიზანია, სკოლამდელ ბავშვებში გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა. შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)