|
2020-03-03 15:52:21, 2218 ნახვა
მსოფლიო
ირანის პარლამენტის 23 დეპუტატი კორონავირუსითაა დაინფიცირებული
ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, აბდულ რეზა მისრიზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ დროისთვის, პარლამენტის 23 წევრის ტესტირებამ კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა“, - აცხადებს მისრი. როგორც მან აღნიშნა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის შეხვედრები შეჩერებულია. შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსით უკვე ორი მაღალჩინოსანი გარდაიცვალა. ასევე, ვირუსით დაინფიცირებულია ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი - 3 119-ს აღწევს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)