|
2015-08-03 12:13:58, 772 ნახვა
სამართალი
ჯართის ბიზნესში, ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით ერთი ქალბატონი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა ჯართის ბიზნესში მოქმედი საწარმოების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და სახელმწიფოს მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორი - ირინე ხინკილაძე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს ,,IBERIASTEEL”-ის დირექტორი და დამფუძნებელი ირინე ხინკილაძე სხვადასხვა პირების სახელზე არეგისტრირებდა ფიქტიურ ორგანიზაციებს და ამ ორგანიზაციების სახელით ახდენდა თავის საწარმოზე ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოწერას, თითქოს ამ საწარმოებისგან შეიძინა შავი ლითონი. აღნიშნული სქემით შპს ,,IBERIASTEEL”-მა მიიღო დღგ-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ჩათვლები, ხოლო ფიქტიურად შექმნილი საწარმოს დირექტორები ხინკილაძესთან წინასწარი შეთანხმებით განზრახ არ იხდიდნენ დღგ-ს დავალიანებას. ამ ეტაპზე გამოვლენილია სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი - 550 446 ლარის ოდენობით. ი. ხინკილაძესთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 7 წლამდე.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)