|
2020-02-29 10:39:37, 2063 ნახვა
კომენტარი
კობახიძე გერმანიის ელჩთან ვიზიტზე - მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ბოლომდე დაახლოებულია პროპორციულ სისტემასთან
„მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ბოლომდე დაახლოებულია პროპორციულ სისტემასთან“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ელჩთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ის იდეები, რომელებიც შეხვედრაზე გააჟღერეს, იძლევა იმის საშუალებას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მანდატების კუთხით ისეთი შედეგი მიიღოს, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. „სხვადასხვა თემა არის აქტუალური საარჩევნო სისტემასტან დაკავშირებით. ესაა თუნდაც ბარიერის, პროპორციული სისტემის საკითხი ანუ რაც პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემათა შორის კავშირი. ჩვენ შევეხეთ ამ თემას. ასევე შევეხეთ იმ თემას, თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს ერთგვარი ზღვარი გამარჯვებული პარტიისათვის, ეს იყო ის თემები, რომელიბიც განვიხილეთ. ის იდეები, რომელებიც გავაჟღერეთ, იძლევა იმის საშუალებას, რომ მაგალითად გამარჯვებულმა პარტიამ მანდატების კუთხით ისეთი შედეგი მიიიღოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. ეს დავამტკიცეთ კონკრეტული ციფრებით. ეს არს ბოლომდე დაახლოებული პროპორციულ სისტემასთან ის მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ მაქსიმაურ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც მხარეები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საბოლოო მოდელზე უნდა შეთანხმდნენ. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ ოთხშაბათს უკვე უნდა დაინიცირდეს კანონპროექტი. იმისათვ ის, რომ სათანადო პროცედურიტ ივნისის ბოლომდე მოხერხდეს მთლიანად კანონის მიღება. აქ იგულისხმება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც თავისი განხილვით სამი თვე სჭირდება, თავისი სამი მოსმენით. საუბარია ასევე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რასაც დასჭირდება დაახლოებით ერთ თვემდე. ჩვენ რეალურად გვაქვს რამდენიმე დღე იმისთვის, რომ უკვე კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით შევჯერდეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)