|
2020-02-29 10:21:37, 2028 ნახვა
კომენტარი
კობახიძე გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე - შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ
„ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემის საკითხე. შეთანხმებულები ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბროთ", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც გერმანიის ელჩის რეზიდენცია დატოვა. მისი თქმით, იმგვარი საარჩევნო სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში, რაციონალური და სამართლიანი დოზით. „საინტერესო შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო არის საარჩევნო სისტემის საკითხი, რაზეც დიდხანს ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენ გავაჟღერეთ ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები, საარჩევნო მოდელთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს იდეები ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში რაციონალური და სამართლიანი დოზით. შეთანხმებულები ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბროთ. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქნეს მიღწეული შეთანხმება შესაბამის მოდელთან დაკავშირებით, თუ ოპოზიცია ან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები არ დაიწყებენ რაიმე საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული”, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები დიპლომარებთან არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. როგორც ცნობილია, საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზეც.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)