|
2020-02-29 10:11:13, 2055 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე გერმანიის ელჩთან ვიზიტზე - ციფრებსა და პროცენტებზე დღეს რაიმე შეთანხმება არ ყოფილა
„ციფრებზე და პროცენტებზე დღეს რაიმე შეთანხმება არ ყოფილა, შესაძლებელია, რომ შეთანხმება უკვე პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ რამდენიმე შეხვედრით, საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, მაქსიმალურად გაცვალეს მხარეებმა არგუმენტები. „დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია. შემიძლიათ გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის აღარ რჩება საფუძველი, რომელიც შეიძლება გახდეს არსებული მოლაპარაკებისა და შეთანხმების ჩაშლის მიზეზი. შემდეგ უკვე, როცა ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეხვდება ერთმანეთს, ის, ვინც დიალოგს ჩაშლის და საბოლოო წესებზე არ დაეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას მოუწევს საზოგადოებისთვის იმის ახსნა, თუ რა იყო მისი რეალური მიზანი. ამ რამდენიმე შეხვედრით მაქსიმალურად გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ არგუმენტები გაგვეცვალა, განგვეხილა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც შეთანხმებისთვის არის აუცილებელი. შესაძლებელია, რომ შეთანხმება უკვე პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდეს. დღეს კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა იმიტომ რომ ეს არ ყოფილა პოლიტიკური დიალოგი, ეს იყო მეგობრული შეხვედრა ჩვენი პარტნიორების და ელჩების ინიციატივით. ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სურვილი არის, რომ დიალოგი დასრულდეს პოზიტიური შედეგით. ვნახოთ, უახლოეს პერიოდში, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ხელისუფლება, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულად, სამართლიანად და ჩვენი სურვილია მაქსიმალურად დამკვირვებლების მიერ მოხდეს ობიექტური შეფასებები, თუ როგორი არჩევნები ექნება საქართველოს 2020 წლის შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს არჩევნებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები დიპლომარებთან არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. როგორც ცნობილია, საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზეც
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)