|
2020-02-26 16:32:37, 2434 ნახვა
სამართალი
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 328 კგ. უაქციზო თუთუნი გამოავლინეს
22 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის (ჯამში, 328 კილოგრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან განუცხადეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო 5 შემთხვევაში, გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)