|
2015-08-01 12:32:19, 589 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა ხევსურეთში შუახნის ქალბატონს დახმარება აღმოუჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ხევსურეთიდან, არხოტის სოფელ ახიევიდან შუახნის ქალბატონი ჩამოიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოში შეტყობინება შემოვიდა იმის შესახებ, რომ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას სასწრაფო წესით დახმარება ესაჭიროებოდა. უწყების ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოდან მაშველებთან ერთად გაემართა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ექიმი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტმფრენი. ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად ქალბატონი დროულად და უვნებლად იქნა გადმოყვანილი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)